2. პროექტის მოკლე აღწერა: ზაფხულის სკოლა (summer school) საინგილოს ქართველი მოსწავლეებისთვის.
3. პორექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია საინგილოს ქართველი მოსწავლეების ინტეგრირება საქართველოში მცხოვრებ თანატოლებთან. რაც მოიცავს მათთვის სემინარების ჩატარებას, ისტორიული ძეგლების მონახულებას და სხვა კულტურულ –შემეცნებით ღონიდძიებებს. აგრეთვე დამეგობრებას თბილისის 134–ე საშუალო საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
- სემინარები – დღეში რამდენიმე საათიანი სემინარი საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში, რათა ბავშვებმა გაიცნონ თავისი ისტორიული სამშობლო.
- კულტურული ძეგლები – დაათვალიერებენ სამების საკათედრო ტაძარს სადაც მათ დალოცავს პატრიარქი, აგრეთვე ნახავენ ძველ თბილისს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, სვეტიცხოველს, ჯვრის და დედათა მონასტერს.
- ღირსშესანიშნაობები – წავლენ ექსკურსიაზე თბილისის მუზეუმებში.
- შეხვედრა ოფიციალურ პირებთან.
- ვიზიტები თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, რათა შემდგომში სწავლა გააგრძელონ საქართველოში.
- კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება (Art gen)
5. ხანგრძლივობა: 2 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: პრეზენტაცია, დისკუსია, წერითი დავალება.
7. მოსალოდნელი შედეგი: ბუკლეტების შექმნა, ინტერნეტ საიტებზე ვიდეო მასალის, ფოტოალბომის და ვიდეოფილმების განთავსება.
8. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული (თარჯიმანი).
9. სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი ხელს შეუწყობს ორ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს შორის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმათან კავშირი: ინტეგრირებული, გეოგრაფია, ისტორია.
11. პროექტის ავტორი: თინათინ კაციტაძე
12. ავტორის ელ. ფოსტა: tinatinkatsitadze@gmail.com
13. პროექტის ბლოგი: tinatinkatsitadze.blogspot.com