Saturday, May 15, 2010

პროექტი: ,,საინგილოდან–საქართველომდე"

1. პროექტის სახელი: ,,საინგილოდან–საქართველომდე"

2. პროექტის მოკლე აღწერა: ზაფხულის სკოლა (summer school) საინგილოს ქართველი მოსწავლეებისთვის.

3. პორექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია საინგილოს ქართველი მოსწავლეების ინტეგრირება საქართველოში მცხოვრებ თანატოლებთან. რაც მოიცავს მათთვის სემინარების ჩატარებას, ისტორიული ძეგლების მონახულებას და სხვა კულტურულ –შემეცნებით ღონიდძიებებს. აგრეთვე დამეგობრებას თბილისის 134–ე საშუალო საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

  • სემინარები – დღეში რამდენიმე საათიანი სემინარი საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში, რათა ბავშვებმა გაიცნონ თავისი ისტორიული სამშობლო.
  • კულტურული ძეგლები – დაათვალიერებენ სამების საკათედრო ტაძარს სადაც მათ დალოცავს პატრიარქი, აგრეთვე ნახავენ ძველ თბილისს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, სვეტიცხოველს, ჯვრის და დედათა მონასტერს.
  • ღირსშესანიშნაობები – წავლენ ექსკურსიაზე თბილისის მუზეუმებში.
  • შეხვედრა ოფიციალურ პირებთან.
  • ვიზიტები თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, რათა შემდგომში სწავლა გააგრძელონ საქართველოში.
  • კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება (Art gen)
4. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.

5. ხანგრძლივობა: 2 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: პრეზენტაცია, დისკუსია, წერითი დავალება.

7. მოსალოდნელი შედეგი: ბუკლეტების შექმნა, ინტერნეტ საიტებზე ვიდეო მასალის, ფოტოალბომის და ვიდეოფილმების განთავსება.

8. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული (თარჯიმანი).

9. სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი ხელს შეუწყობს ორ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს შორის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმათან კავშირი: ინტეგრირებული, გეოგრაფია, ისტორია.

11. პროექტის ავტორი: თინათინ კაციტაძე

12. ავტორის ელ. ფოსტა: tinatinkatsitadze@gmail.com

13. პროექტის ბლოგი: tinatinkatsitadze.blogspot.com